ნაუმ კლეიმანი

ნაუმ კლეიმანი – კინომცოდნე, რუსული კინოს კრიტიკოსი, მოსკოვის სახელმწიფო ცენტრალური კინოს მუზეუმის დირექტორი. დაიბადა 1937 წელს. თავდაპირველად სწავლობდა მათემატიკის ფაკულტეტზე ყირგიზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა, 1961 წელს დაამთავრა კინომცოდნეობის ფაკულტეტი მოსკოვში და მუშაობა დაიწყო „გოსფილმფონდის“ ერთ-ერთ განყოფილებაში. ნაუმ კლეიმანი, როგორც რეჟისორი და კონსულტანტი, მონაწილეობდა ეიზენშტეინის განადგურებული ფილმის, „ბეჟას მდელოს“, აღდგენაში. ის ეიზენშტეინის შემოქმედების მსოფლიოში აღიარებული მკვლევარია […]
გივი მარგველაშვილი

გივი მარგველაშვილი, ფილოსოფოსი და მწერალი, დაიბადა ბერლინში, 1927 წელს, ქართველი ემიგრანტის, ტიტე მარგველაშვილის, ოჯახში. ტიტე მარგველაშვილი 1946 წელს შვილთან ერთად მოტყუებით გადაიყვანეს ბერლინის საბჭოთა საოკუპაციო ზონაში. მამა-შვილი დააპატიმრეს და ზაქსენჰაუზენის „გასაბჭოებულ“ საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ტიტე მარგველაშვილი დახვრიტეს, ხოლო გივი მარგველაშვილი საქართველოში ჩამოიყვანეს და ნება დართეს, თბილისში ნათესავებთან ეცხოვრა. გივი მარგველაშვილმა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო […]
ერიკ ჯენსენი

ერიკ ჯენსენი – იურიდიული პრაქტიკის პროფესორი სტენფორდის სამართლის სკოლაში, სამართლის სკოლის კანონის უზენაესობის პროგრამის თანადირექტორი და CDDRL-ის ფაკულტეტის წევრი. ადვოკატის პრაქტიკა გიარა ბრიტანეთსა და აშშ-ში. ბოლო 20 წელია, 20-მდე ქვეყანაში ასწავლის და იკვლევს სამართალს. არის ფულბრაიტის მკვლევარი, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტი და აზიის ფონდის უფროსი მრჩეველი სამართლის საკითხებში. მისი პედაგოგიური და კვლევითი […]
იოსიჰირო ფუკუიამა

იოსიჰირო ფრენსის ფუკუიამა – იაპონური წარმოშობის ამერიკელი ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი, პოლიტეკონომისტი და მწერალი. მოღვაწეობს ჯორჯ მეისონის, ჯონს ჰოპკინსისა და სტენფორდის უნივერსიტეტებში. უფრო მეტად ცნობილია თავისი წიგნით „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“ (The End of History and the Last Man, 1992), რომლის მიხედვითაც, მთელ მსოფლიოში ლიბერალური დემოკრატიის გავრცელება კაცობრიობის სოციოკულტურული ევოლუციის ბოლო წერტილი და ადამიანური მმართველობის უკანასკნელი […]
რიუდიგერ საფრანსკი

რიუდიგერ საფრანსკი – თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანელი ინტელექტუალი. ცნობილია თავისი მონოგრაფიებით რომანტიზმის, გოეთესა და შილერის, ნიცშეს, შოპენჰაუერის, ჰაიდეგერის შესახებ. მრავალი ლიტერატურული პრიზისა და სამეცნიერო ჯილდოს ავტორი გერმანულენოვანი აუდიტორიისათვის ცნობილია აგრეთვე, როგორც თანაწამყვანი გერმანიის ერთ-ერთი საზოგადოებრივი ტელევიზიის (ZDF) გადაცემისა „ფილოსოფიური კვარტეტი“ (Philosophisches Quartett), რომელიც ფილოსოფიური და ეთიკური პრობლემების შესახებ დებატებს ეძღვნება.
ქრისტიან კიორნერი

ქრისტიან კიორნერი – პროფესორი, მცენარეთა ეკოლოგიის სფეროში მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული მეცნიერი. წევრია რამდენიმე აკადემიისა (ევროპის, ავსტრიისა და გერმანიის), ასევე – საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების მთავარი რედაქტორი, არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო და გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, 409 სამეცნიერო პუბლიკაციისა და რამდენიმე წიგნის ავტორი. ის თითქმის 40 წელია, აქტიურად თანამშრომლობს ქართველ კოლეგებთან. მისი მხარდაჭერით, ქართულად ითარგმნა და 2008 წელს ილიას […]
ალექსანდრე კვიტაშვილი

ალექსანდრე კვიტაშვილი – ისტორიკოსი, ევროპისა და აშშ-ის უახლესი ისტორიის სპეციალობით, სახელმწიფო მართვის სპეციალისტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის რობერტ ფ. ვაგნერის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლა. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ატლანტის გრეიდის სამედიცინო ცენტრის ფინანსურ და ადმინისტრაციულ დეპარტამენტში; გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს წარმომადგენლობაში; გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის დახმარების კომიტეტის (ამქორ) საქართველოს მისიაში; ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის – […]
ისმაილ სერაგელდინი

ისმაილ სერაგელდინი – ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დირექტორი ეგვიპტეში და ჰოლანდიის WAGENINGEN -ის უნივერსიტეტის პროფესორი. თავმჯდომარეობს შვილობილი კვლევითი ინსტიტუტების და მუზეუმების კოლეგიის დირექტორთა საბჭოს. ასევე _ საკონსულტაციო კომიტეტების აკადემიურ, კვლევით, სამეცნიერო და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და აკადემიებს, მათ შორის – Institut d’Egypte (ეგვიპტური მეცნიერებათა აკადემია), მესამე მსოფლიო მეცნიერებათა აკადემია, ინდური ეროვნული აკადემია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ევროპის მეცნიერებათა […]
ვაცლავ ჰაველი

ვაცლავ ჰაველი – ჩეხი დრამატურგი, ესეისტი, დისიდენტი და პოლიტიკოსი. ჩეხოსლოვაკიის მეათე და უკანასკნელი (1989-1992) და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი (1993-2003). დაწერილი აქვს ოცზე მეტი პიესა და რამდენიმე თხზულება, რომლებიც არაერთ ენაზეა თარგმნილი. ჰაველს მიღებული აქვს აშშ-ის პრეზიდენტის თავისუფლების მედალი, ფილადელფიის თავისუფლების მედალი, კანადის ორდენი და კეთილი ნების ელჩის წოდება. ჟურნალ „Prospect Magazine“-ის მიერ ჰაველი მეოთხე ნომრად […]
ვიტაუტას ლანდსბერგისი

ვიტაუტას ლანდსბერგისი – ლიტველი პროფესორი, კონსერვატორი პოლიტიკოსი და ევროპის პარლამენტის წევრი. ის იყო ლიტვის სახელმწიფოს პირველი ხელმძღვანელი საბჭოთა კავშირის დაშლისა და თავისუფლების მოპოვების შემდეგ. ვიტაუტას ლანდსბერგისი იყო ლიტვის სეიმის (პარლამენტის) სპიკერი. აქტიურად მონაწილეობდა ლიტვის პოლიტიკურ პროცესებში. ის გახლავთ საპატიო პოლიტიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის ნგრევაში. ლანდსბერგისს დაწერილი აქვს 20 წიგნი სხვადასხვა თემაზე, მათ […]