საპატიო დოქტორები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქრისტიან კიორნერი

ქრისტიან კიორნერი – პროფესორი, მცენარეთა ეკოლოგიის სფეროში მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული მეცნიერი. წევრია რამდენიმე აკადემიისა (ევროპის, ავსტრიისა და გერმანიის), ასევე – საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების მთავარი რედაქტორი, არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო და გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, 409 სამეცნიერო პუბლიკაციისა და რამდენიმე წიგნის ავტორი. ის თითქმის 40 წელია, აქტიურად თანამშრომლობს ქართველ კოლეგებთან. მისი მხარდაჭერით, ქართულად ითარგმნა და 2008 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოიცა წიგნი „Alpine Plant Life: Functional Plant Ecology of High Mountain Ecosystems“, რომელიც ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ სამაგისტრო სალექციო კურსებში, არამედ დოქტორანტებისა და მეცნიერების მიერ.