ბორის აკუნინი

ბორის აკუნინი (გრიგოლ ჩხარტიშვილი) – დღეისათვის ყველაზე პოპულარული ქართული წარმოშობის რუსი მწერალი და, ამასთანავე, ლიტერატურათმცოდნე, იაპონისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე 1956 წელს საქართველოში, ზესტაფონში, დაიბადა. მისი ოჯახი მალევე გადავიდა საცხოვრებლად მოსკოვში, სადაც მწერალი გაიზარდა. სწავლობდა რუსეთში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, აქვს ისტორიკოს–იაპონიისმცოდნის დიპლომი. არის მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელი ინგლისური და იაპონური ენებიდან. გამოქვეყნებული აქვს როგორც ესეისტიკა („მწერალი და […]
ქრისტიან ჯორდანო

ქრისტიან ჯორდანო (Christian Giordano) – შვეიცარიელი ანთროპოლოგი და სოციოლოგი, ფრიბურგის უნივერსიტეტის სრული პროფესორი და სოციალური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის დირექტორია. 2002 წლიდან იგი აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ინტერფაკულტეტური ინსტიტუტის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. მის მრავალრიცხოვან ნაშრომებს შორისაა: „მსოფლიო ხედვა, პოლიტიკური ქცევა და ეკონომიკა პოსტკომუნისტური ტრანზიციის პროცესში (I-II) (1993 წ.) „ანთროპოლოგია და ეთიკა“ (1994 წ.) „პოლიტიკის ანთროპოლოგია შინ I-II“ […]
ჰანს ულრიხ გუმბრეხტი

„Albert Guérard“-ის პროფესორი ლიტერატურაში პროფესორი სტენფორდის უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურისა და ფრანგული და იტალიური ლიტერატურის კათედრაზე, გერმანისტიკის აფილირებული პროფესორი ჰანს ულრიხ გუმბრეხტს უკავია „Albert Guérard“-ის პროფესორის თანამდებობა შედარებითი ლიტერატურისა და ფრანგული და იტალიური ლიტერატურის კათედრაზე სტენფორდის უნივერსიტეტში; ის ასევე მუშაობს იბერიულ და ლათინოამერიკული კულტურების კათედრაზე (ILAC), გერმანული ფილოლოგიის კათედრაზე და თანამედროვე აზროვნებისა და ლიტერატურის პროგრამაზე. პროფესორი […]
თომას ჰოიზერმანი

თომას ჰოიზერმანი დაიბადა 1947 წლის 31 მარტს შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში. დაწყებითი განათლება მშობლიურ ქალაქშივე მიიღო. შემდეგ ლიტერატურულ გიმნაზიაში გადავიდა, სადაც შეისწავლა ლათინური, ფრანგული და ძველბერძნული ენები. მოგვიანებით მშობლებმა ინგლისში გაგზავნეს ინგლისური ენის სასწავლებლად, თუმცა შვეიცარიაში დაბრუნებულმა თომასმა გერმანისტიკის ფაკულტეტი არჩია. ლექციების კურსმა რუსული, განსაკუთრებით კი ოსიპ მანდელშტამის პოეზიის შესახებ, რუსული ენის შესწავლა გადააწყვეტინა. 1972 წელს, […]
ჯონ ი. სკანლონი

ჯონ სკანლონს დიდი გამოცდილება აქვს გარემოსა და მდგრადი განვითარების პოლიტიკის, სამართლის სფეროებში, ინსტიტუტებსა და მართვაში საერთაშორისო, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე. სკანლონს აქვს როგორც კერძო სექტორში, ასევე მთავრობაში, გაერთიანებულ ერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება, როგორც ლიდერს, მენეჯერს, პროფესიონალ მრჩეველსა და იურისტს, ასევე – არასამთავრობო სექტორში მაღალ თანამდებობებზე მოვალეობის უსასყიდლოდ შემსრულებელს. 2010 წელს ჯონ სკანლონი, როგორც […]
ფილიპ ეგერი

ფილიპ ეგერს არამომგებიანი სექტორის მართვისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება გააჩნია. ის შვეიცარიული ფონდ GEBERT RÜF STIFTUNG-ის დამფუძნებელი დირექტორი და აღმასრულებელი ხელმძღვანელია. აღნიშნული ფონდი 1998 წლიდან გასცემს გრანტებს განათლების, კვლევისა და ინოვაციების განვითარებისთვის. 2008 წლიდან დღემდე დოქტორი ეგერი ბაზელის უნივერსიტეტში არსებული ფილანთროპიის სწავლების შვეიცარიული ცენტრის (CEPS Swiss Centrefor Philanthropy Studies) საკონსულტაციო კომიტეტის წევრია […]
ზიგრიდ ვაიგელი

ზიგრიდ ვაიგელი (დაიბადა 1950 წლის 25 მარტს, ჰამბურგში) – გერმანული ლიტერატურის პროფესორი და ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის დირექტორი (ZfL); ევროპული აკადემიის (Academia Europaea) და თანამედროვე ენის ასოციაციის წევრი ზიგრიდ ვაიგელი 1969-1977 წლებში სწავლობდა ჰამბურგის უნივერსიტეტში, სადაც მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. იგი არის ბერლინის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ცენტრის (GWZ) თავმჯდომარე და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტერატურის […]
ვოლფგანგ ბაბეკი

ბონდის უნივერსიტეტის (ავსტრალია) იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ვოლფგანგ ბაბეკი, უკვე 20 წელია, აქტიურად არის ჩართული საქართველოში კონსტიტუციის ფორმირების პროცესში. ის გახლავთ ავტორი წიგნისა „კონსტიტუციის შემუშავება და მიღება საქართველოში (1993-1995)“ და თანაავტორი წიგნისა „კონსტიტუციის გადასინჯვა – საქართველოს გზა ევროპისკენ“. ვოლფგანგ ბაბეკის საქმიანობა სამი ქვეყნის იურისდიქციის მიერაა აღიარებული, კერძოდ, ის სოლისიტორია (solicitor) ახალ სამხრეთ უელსში, ინგლისსა და […]
სტივ კრასნერი

სტივ კრასნერი (Stephen D. Krasner) უფროსი მკვლევარია Hoover Institution-ში და სტენფორდის უნივერსიტეტში (Freeman Spogli Institute for International Studies). ასევე, სტენფორდის უნივერსიტეტის (Graham H. Stuart) საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორია. სტივ კრასნერი სხვადასხვა წლებში ასწავლიდა როგორც ჰარვარდის, ასევე კალიფორნიის უნივერსიტეტებში. ის ფლობს ჰარვარდის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებებში.
ლარი დაიმონდი

ლარი დაიმონდი (Larry Diamond) უფროსი მკვლევარია Hoover Institution-ში და სტენფორდის უნივერსიტეტში (Freeman Spogli Institute for International Studies) ხელმძღვანელობს დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრს (CDDRL). ლარი დაიმონდი გახლავთ Journal of Democracy-ს დამფუძნებელი თანარედაქტორი და International Forum for Democratic Studies of the National Endowment for Democracy-ს უფროსი კონსულტანტი.