საპატიო დოქტორები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფილიპ ეგერი

ფილიპ ეგერს არამომგებიანი სექტორის მართვისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება გააჩნია. ის შვეიცარიული ფონდ GEBERT RÜF STIFTUNG-ის დამფუძნებელი დირექტორი და აღმასრულებელი ხელმძღვანელია. აღნიშნული ფონდი 1998 წლიდან გასცემს გრანტებს განათლების, კვლევისა და ინოვაციების განვითარებისთვის. 2008 წლიდან დღემდე დოქტორი ეგერი ბაზელის უნივერსიტეტში არსებული ფილანთროპიის სწავლების შვეიცარიული ცენტრის (CEPS Swiss Centrefor Philanthropy Studies) საკონსულტაციო კომიტეტის წევრია და ამავე უნივერსიტეტში ლექტორის თანამდებობას იკავებს. დოქტორი ეგერის აქტიური მხარდაჭერით, 2010 წლიდან საქართველოში და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში ხორციელდება მრავალი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტი სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგში.