საპატიო დოქტორები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბორის აკუნინი

ბორის აკუნინი (გრიგოლ ჩხარტიშვილი) – დღეისათვის ყველაზე პოპულარული ქართული წარმოშობის რუსი მწერალი და, ამასთანავე, ლიტერატურათმცოდნე, იაპონისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე 1956 წელს საქართველოში, ზესტაფონში, დაიბადა. მისი ოჯახი მალევე გადავიდა საცხოვრებლად მოსკოვში, სადაც მწერალი გაიზარდა. სწავლობდა რუსეთში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, აქვს ისტორიკოს–იაპონიისმცოდნის დიპლომი. არის მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელი ინგლისური და იაპონური ენებიდან. გამოქვეყნებული აქვს როგორც ესეისტიკა („მწერალი და თვითმკვლელობა“ 1999), ისე ისტორიული ჟანრის ნაწარმოებები („რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“, 2013-იდან დღემდე).

პირველი მხატვრული ნაწარმოები ბორის აკუნინის სახელით 1998 წელს გამოაქვეყნა. განსაკუთრებული პოპულარობა მწერალს მოუტანა ისტორიულ-დეტექტიური რომანების სერიამ ერასტ ფანდორინზე. მისი რომანები თარგმნილია მრავალ ენაზე და მრავალჯერაა ეკრანიზებული. 2014 წლიდან მოყოლებული, გრიგოლ ჩხარტიშვილი ემიგრანტია.