საპატიო დოქტორები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ზიგრიდ ვაიგელი

ზიგრიდ ვაიგელი (დაიბადა 1950 წლის 25 მარტს, ჰამბურგში) – გერმანული ლიტერატურის პროფესორი და ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის დირექტორი (ZfL); ევროპული აკადემიის (Academia Europaea) და თანამედროვე ენის ასოციაციის წევრი

ზიგრიდ ვაიგელი 1969-1977 წლებში სწავლობდა ჰამბურგის უნივერსიტეტში, სადაც მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. იგი არის ბერლინის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ცენტრის (GWZ) თავმჯდომარე და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტერატურის ინსტიტუტის პროფესორი.

1984 -1990 წლებში, ზიგრიდ ვაიგელი ასწავლიდა ჰამბურგის უნივერსიტეტში, ხოლო 1990-1993 წლებში – ქალაქ ესენის კულტურის სამეცნიერო-კვლევეით ინსტიტუტში.

ზიგრიდ ვაიგელი სხვადასხვა დროს იყო ბაზელის, ბერკლის, ცინცინატის, ჰარვარდისა და სტანფორდის უნივერსიტეტების მოწვეული პროფესორი. ამჟამად მას მიენიჭა პრინსტონის უნივერსიტეტის მუდმივი მოწვეული პროფესორის სტატუსი.