საპატიო დოქტორები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

abe

კარლო გინძბურგი

კარლო გინძბურგი

კარლო გინძბურგი – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი თანამედროვე იტალიელი ისტორიკოსი. ავტორია მრავალი გამოკვლევისა, რომელთა კრებული – ”ნაკვალევები. მითები. მიკროისტორია” – ქართულად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა. კარლო გინძბურგმა დოქტორის ხარისხი პიზის უნივერსიტეტში მიიღო 1961 წელს. ის ასწავლიდა ბოლონიისა (იტალია) და კალიფორნიის უნივერსიტეტებში (აშშ). გინძბურგმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ხელოვნების ისტორიის, ლიტერატურისმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის განვითარებაში.

ანა იზაბელ დე პალაციო

ანა იზაბელ დე პალაციო

ანა იზაბელ დე პალაციო ი დელ ვალე-ლერსუნდი – ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2002-2004 წლებში. პროფესიით ევროპული სამართლის სპეციალისტი, 1994-2002 წლებში იყო ევროპარლამენტის წევრი – ჯერ სამართლებრივი ურთიერთობებისა და შიდა ბაზრის კომიტეტის, შემდეგ კი – იუსტიციისა და შიდა ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე. ის იყო პირველი ქალბატონი ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე. 2004-2006 წლებში იყო ესპანეთის პარლამენტის ევროპასთან […]

ვალერია ნოვოდვორსკაია

ვალერია ნოვოდვორსკაია

ვალერია ნოვოდვორსკაია – რუსი პოლიტიკური მოღვაწე, დისიდენტი, ადამიანის უფლებათა დამცველი, ჟურნალისტი, პარტია „დემოკრატიული კავშირის“ დამაარსებელი. 1969 წელს ის სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (სუკ-მა) დააპატიმრა ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდის ბრალდებით – ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შეყვანის თაობაზე საპროტესტო პროკლამაციების გავრცელების გამო. 1970–1972 წლებში მას დაუსვეს დიაგნოზი „შიზოფრენია, პარანოიდური ქცევები“ და სპეცსაავადმყოფოში იძულებით სამკურნალოდ გაამწესეს. 1972 წელს ის მონაწილეობდა იატაკქვეშა […]

ვლადიმერ ბუკოვსკი

ვლადიმერ ბუკოვსკი

ვლადიმირ ბუკოვსკი – პროფესიით ნეიროფსიქოლოგი, 1960-1970-იანი წლების დისიდენტური მოძრაობის წევრი, მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი. მან ერთ-ერთმა პირველმა ამხილა საბჭოთა კავშირი პოლიტიკურ პატიმრებზე განხორციელებულ ფსიქიატრიულ ზემოქმედებაში. ბუკოვსკიმ 12 წელი საბჭოთა ციხეში, მუშათა ბანაკში და ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა. ის არის კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნის ფონდის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი. 1963 წელს ბუკოვსკი დააკავეს მოსკოვის ცენტრში პოეზიის საღამოს მოწყობის […]

პატრიკ ჰიკი

პატრიკ ჰიკი

პატრიკ ჰიკი – ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. მისი დამსახურებით არაერთი საერთაშორისო პროექტი განხორციელდა, კერძოდ, კომპანიათა მიერ ოლიმპიურ სპორტში დაბანდებული ინვესტიციებით, შესაძლებელი გახდა საბავშვო სპორტის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ჰიკი ცნობილი ირლანდიელი სპორტსმენია, რომელმაც 40 საერთაშორისო ასპარეზობაში მიიღო მონაწილეობა. იგი ძიუდოს მესამე დანის და შავი ქამრის მფლობელი ერთადერთი ირლანდიელი ათლეტია, რომელსაც შავი ქამარი იაპონიაში […]

ხოსე მარია ასნარ ლოპესი

ხოსე მარია ასნარ ლოპესი

ხოსე მარია ასნარ ლოპესი – ესპანეთის პრემიერ-მინისტრი 1996-2004 წლებში. დაიბადა 1953 წლის 25 თებერვალს მადრიდში. დაამთავრა მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი. 1970-იანი წლებიდან დაინტერესდა პოლიტიკით და 1987 წელს გახდა მემარჯვენე ლიბერალური პარტიის, „სახალხო ალიანსის“, რეგიონული განყოფილების ლიდერი კასტილიასა და ლეონეში; ასევე მიიღო ამ რეგიონის გამგეობის უფროსის თანამდებობა; 1989 წელს დაინიშნა სახალხო პარტიის (სახალხო ალიანსის დანამატის) თავმჯდომარის მოადგილედ, […]

ლეო კვაჭაძე

ლეო კვაჭაძე

ლეო კვაჭაძე – ქართული ენის სინტაქსის პირველი სისტემის შემქმნელი, რითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ქართული ენის მეცნიერული შესწავლის გზაზე და ქართული ენის მსოფლიო ცივილიზაციის ნაწილად აღქმისათვის. 1930 წლიდან, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ლეო კვაჭაძე პედაგოგად მუშაობდა ჯერ სვანეთში, შემდეგ კი – თბილისის №55 სკოლაში. შემდეგ ის დააპატიმრეს და ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი იყო მეცნიერის ცხოვრებაში. ლეო […]