საპატიო დოქტორები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ერიკ ჯენსენი

ერიკ ჯენსენი – იურიდიული პრაქტიკის პროფესორი სტენფორდის სამართლის სკოლაში, სამართლის სკოლის კანონის უზენაესობის პროგრამის თანადირექტორი და CDDRL-ის ფაკულტეტის წევრი. ადვოკატის პრაქტიკა გიარა ბრიტანეთსა და აშშ-ში. ბოლო 20 წელია, 20-მდე ქვეყანაში ასწავლის და იკვლევს სამართალს. არის ფულბრაიტის მკვლევარი, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტი და აზიის ფონდის უფროსი მრჩეველი სამართლის საკითხებში. მისი პედაგოგიური და კვლევითი საქმიანობა მოიცავს რეფორმების (პოლიტიკური ეკონომიკის რეფორმა) კვლევასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას; სამართლებრივ სისტემასა და ეკონომიკას შორის კავშირებს, მათ პოლიტიკასა და საზოგადოებებს და ისლამის კავშირს კანონის უზენაესობასთან.

ჯენსენი 14 წელი აზიაში ცხოვრობდა და აქტიურად მონაწილეობდა სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის სტრატეგიულ დიალოგებში. 1996 წლიდან 1998 წლამდე ის ხელმძღვანელობდა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ სამმართველო განყოფილების კვლევას სახელწოდებით – „პაკისტანი 2010“, რომელიც შეისწავლიდა: სასამართლო და სამართლებრივ რეფორმებს, მაპირისპირებელ კორუფციას, სამოქალაქო მომსახურების რეფორმას, დეცენტრალიზაციას და ქვეყნის მოქალაქეების უფლებამოსილებით აღჭურვას. 1999 წლის სექტემბერში ის ხელმძღვანელობდა კონსულტანტთა 35-კაციან ჯგუფს, რომელიც აზიის განვითარების ბანკისათვის ამზადებდა ანგარიშს: „სამართლებრივი და სასამართლო რეფორმები პაკისტანში“.

ჯენსენის ბოლო პერიოდის საქმიანობა მოიცავს შემდეგს: ფორდის ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევით პროექტი, რომელიც მიმოიხილავდა პაკისტანისა და ინდოეთის დამოკიდებულებას ბიზნესსაქმიანობის მიმართულებით მათ მტრულ საზღვრებზე; მსოფლიო ბანკის პროექტი ვენესუელაში გატარებული სასამართლო რეფორმის მიმართულებით; ვორკშოპების დაგეგმვა და სწავლება სტენფორდის სამართლის სკოლაში თემაზე – სასამართლო რეფორმა განვითარებად ქვეყნებში; ორი საერთაშორისო პროექტი მრჩეველთა საბჭოში მექსიკისა და არგენტინის მსოფლიო ბანკის კანონის უზენაესობის სფეროში.

ჯენსენის ბოლოდროინდელი პუბლიკაციებია:

„საპირისპირო მცდარი შეხედულებები და ხარვეზების აღიარება: პასუხი ხალედ აბუ ელ ფადლის ისლამსა და დემოკრატიას“ (Confronting Misconceptions and Acknowledging Imperfections: A Response To Khaled Abou El Fadl’s ‘Islam And Democracy, 2003) დაიბეჭდა ფორდჰამის „საერთაშორისო სამართლის მიმოხილვაში“ (Fordham International Law Review); ავტორი

„ზოგადი ცოდნის მიღმა: ემპირიული მიდგომები კანონის უზენაესობასთან მიმართებაში“ (Beyond Common Knowledge: Empirical Approaches to the Rule of Law, 2003), სტენფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა; თანარედაქტორი

ერიკ ჯენსენი სამართლის დოქტორია უილიამ მიჩელის სამართლის კოლეჯში და სამართლის მაგისტრი ლონდონის ეკონომიკის სკოლაში.