საპატიო დოქტორები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პატრიკ ჰიკი

პატრიკ ჰიკი – ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. მისი დამსახურებით არაერთი საერთაშორისო პროექტი განხორციელდა, კერძოდ, კომპანიათა მიერ ოლიმპიურ სპორტში დაბანდებული ინვესტიციებით, შესაძლებელი გახდა საბავშვო სპორტის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
ჰიკი ცნობილი ირლანდიელი სპორტსმენია, რომელმაც 40 საერთაშორისო ასპარეზობაში მიიღო მონაწილეობა. იგი ძიუდოს მესამე დანის და შავი ქამრის მფლობელი ერთადერთი ირლანდიელი ათლეტია, რომელსაც შავი ქამარი იაპონიაში აქვს მიღებული.