ბონდის უნივერსიტეტის (ავსტრალია) იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ვოლფგანგ ბაბეკი, უკვე 20 წელია, აქტიურად არის ჩართული საქართველოში კონსტიტუციის ფორმირების პროცესში. ის გახლავთ ავტორი წიგნისა „კონსტიტუციის შემუშავება და მიღება საქართველოში (1993-1995)“ და თანაავტორი წიგნისა „კონსტიტუციის გადასინჯვა – საქართველოს გზა ევროპისკენ“. ვოლფგანგ ბაბეკის საქმიანობა სამი ქვეყნის იურისდიქციის მიერაა აღიარებული, კერძოდ, ის სოლისიტორია (solicitor) ახალ სამხრეთ უელსში, ინგლისსა და უელსში და ადვოკატია (Rechtsanwalt) გერმანიაში.