საპატიო დოქტორები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვინფრიდ ბოედერი

ვინფრიდ ბოედერი არის უცხოელ ლინგვისტ ქართველოლოგთა შორის ყველაზე მაღალი სამეცნიერო იმპაქტის მქონე მკვლევარი.
თითქმის 50 წელია, რაც პროფ. ვ. ბოედერი იკვლევს ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის, ქართველური ენების ცალკეული ქვესისტემების საერთო თუ სპეციფიკურ პრობლემებს, ძველი და ახალი სალიტერატურო ქართულისა და მისი დიალექტების ფონეტიკა-ფონოლოგიის, მორფოლოგიის, სინტაქსის, ტექსტის ლინგვისტიკისა და ენის სოციალური ისტორიის საკითხებს.