საპატიო დოქტორები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ტომას ვენცლოვა 

ტომას ვენცლოვა არის ლიტველი პოეტი, მწერალი, მეცნიერი, ფილოლოგი და მთარგმნელი. იგი მონაწილეობდა ლიტვის და საბჭოთა დისიდენტურ მოძრაობაში; იყო ლიტვის ჰელსინკის ჯგუფის ხუთ დამფუძნებელს შორის. 1977 წელს აიძულეს, ემიგრაციაში წასულიყო. მისი ემიგრაცია და ცხოვრება აშშ-ში განსაკუთრებულად უკავშირდება ორი მისი მეგობრისა და პოეტის, ჩესლავ მილოშისა და იოსიფ ბროდსკის სახელებს. ტომას ვენცლოვა 1980 წლიდან იელის უნივერსიტეტში ასწავლიდა რუსულსა და პოლონურ ლიტერატურას. ამჟამად, ამავე უნივერსიტეტის სლავური ენებისა და ლიტერატურის ემერიტუს პროფესორია. არის ბოდლერის, ელიოტის, მანდელშტამისა და სხვათა მთარგმნელი ლიტვურ ენაზე.

მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის, ლიტვის ეროვნული ჯილდო, პეტრარკას პრემია, ვილენიკას საერთაშორისო ლიტერატურული პრემია. ის არის 60-მდე წიგნის ავტორი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ენაზეა თარგმნილი.