საპატიო დოქტორები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თეო კობუში

პროფესორი, დოქტორი თეო კობუში ანტიკური ფილოსოფიისა და რომაულ-კათოლიკური თეოლოგიის ცნობილი სპეციალისტია. 2003 წლიდან არის ფილოსოფიის კათედრის გამგე და ფილოსოფიის ინსტიტუტის საქმეთა განმკარგველი დირექტორი ბონის უნივერსიტეტში. პლატონის შესახებ მრავალრიცხოვანი პუბლიკაციების საფუძველზე ცნობილია სპეციალისტთა ფართო წრეში; დოქტორი კობუში „ფილოსოფიის ისტორიის ლექსიკონის“ პასუხისმგებელი თანარედაქტორია, მასვე ეკუთვნის რამდენიმე სტატია ლექსიკონში. იგი ასევე არის ფილოსოფიის გერმანულენოვან დოცენტთა კონსორციუმის თავმჯდომარე კათოლიკური თეოლოგიის განხრით და ანტიკური ფილოსოფიის საზოგადოების საქმეთა განმკარგველი დირექტორი.