საპატიო დოქტორები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლეო კვაჭაძე

ლეო კვაჭაძე – ქართული ენის სინტაქსის პირველი სისტემის შემქმნელი, რითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ქართული ენის მეცნიერული შესწავლის გზაზე და ქართული ენის მსოფლიო ცივილიზაციის ნაწილად აღქმისათვის. 1930 წლიდან, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ლეო კვაჭაძე პედაგოგად მუშაობდა ჯერ სვანეთში, შემდეგ კი – თბილისის №55 სკოლაში. შემდეგ ის დააპატიმრეს და ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი იყო მეცნიერის ცხოვრებაში. ლეო კვაჭაძე 1945 წელს ჩაირიცხა პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ქართული ენის სწავლების მეთოდიკის კათედრაზე ასპირანტად; 1949 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, პროფესორის წოდება კი 1969 წელს მიიღო. სახელმძღვანელოები ქართულ ენაში, ლეო კვაჭაძისა და აკაკი შანიძის ავტორობით, 1964 წლიდან იბეჭდებოდა.