საპატიო დოქტორები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კატეგორია: დოქტორი

მარი ან ისლერ ბეგინი

მარი ან ისლერ ბეგინი – ფრანგი პოლიტიკოსი, ევროპის პარლამენტს წევრი აღმოსავლეთ საფრანგეთში. ირიცხება საფრანგეთის მწვანეთა პარტიაში, რომელიც, თავის მხრივ, ევროპის მწვანეთა პარტიის ნაწილია. მარი ან ისლერ ბეგინი გარემოს, ჯანდაცვისა და კვების უსაფრთხოების დაცვის კომიტეტების წევრია. ის ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარეა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.

თეო კობუში

თეო კობუში

პროფესორი, დოქტორი თეო კობუში ანტიკური ფილოსოფიისა და რომაულ-კათოლიკური თეოლოგიის ცნობილი სპეციალისტია. 2003 წლიდან არის ფილოსოფიის კათედრის გამგე და ფილოსოფიის ინსტიტუტის საქმეთა განმკარგველი დირექტორი ბონის უნივერსიტეტში. პლატონის შესახებ მრავალრიცხოვანი პუბლიკაციების საფუძველზე ცნობილია სპეციალისტთა ფართო წრეში; დოქტორი კობუში „ფილოსოფიის ისტორიის ლექსიკონის“ პასუხისმგებელი თანარედაქტორია, მასვე ეკუთვნის რამდენიმე სტატია ლექსიკონში. იგი ასევე არის ფილოსოფიის გერმანულენოვან დოცენტთა კონსორციუმის თავმჯდომარე კათოლიკური […]

ვინფრიდ ბოედერი

ვინფრიდ ბოედერი

ვინფრიდ ბოედერი არის უცხოელ ლინგვისტ ქართველოლოგთა შორის ყველაზე მაღალი სამეცნიერო იმპაქტის მქონე მკვლევარი. თითქმის 50 წელია, რაც პროფ. ვ. ბოედერი იკვლევს ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის, ქართველური ენების ცალკეული ქვესისტემების საერთო თუ სპეციფიკურ პრობლემებს, ძველი და ახალი სალიტერატურო ქართულისა და მისი დიალექტების ფონეტიკა-ფონოლოგიის, მორფოლოგიის, სინტაქსის, ტექსტის ლინგვისტიკისა და ენის სოციალური ისტორიის საკითხებს.

ალიონა ლედენიოვა

ალიონა ლედენიოვა

ალიონა ლედენიოვა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორია და რუსეთში არაფორმალური მმართველობის მსოფლიო დონის ექსპერტად მიიჩნევა. მისი ინტერესების სფერო მოიცავს კორუფციას, ეკონომიკურ დანაშაულებს, რუსეთის არაფორმალურ მმართველობას, კორპორაციული მართვის არაფორმალურ პრაქტიკასა და პატრონ-კლიენტურ ურთიერთობებს რუსეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

გიუნთერ ტოიბნერი

გიუნთერ ტოიბნერი

პროფ. გიუნთერ ტოიბნერი გამოჩენილი გერმანელი სოციოლოგი და კონსტიტუციონალისტია. სხვადასხვა დროს ის იყო ბრემენის, ფლორენციის, ლონდონისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტების პროფესორი, არის ავტორი უაღრესად გავლენიანი მონოგრაფიებისა, როგორებიცაა: „კონსტიტუციის ფრაგმენტები” (2012), „სამართალი, როგორც ავტოპოეტური სისტემა” (1989) და სხვ.

მიხაელ კვანტე

მიხაელ კვანტე

მიხაელ კვანტე არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამედროვე გერმანელი ფილოსოფოსი, მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი და პრორექტორი. მას ეკუთვნის ფუნდამენტური გამოკვლევები ჰეგელის, მარქსის, ადამიანის უფლებების, სოციალური სახელმწიფოსა და თანამედროვე ეთიკური პრობლემატიკის შესახებ.

ტომას ვენცლოვა 

ტომას ვენცლოვა 

ტომას ვენცლოვა არის ლიტველი პოეტი, მწერალი, მეცნიერი, ფილოლოგი და მთარგმნელი. იგი მონაწილეობდა ლიტვის და საბჭოთა დისიდენტურ მოძრაობაში; იყო ლიტვის ჰელსინკის ჯგუფის ხუთ დამფუძნებელს შორის. 1977 წელს აიძულეს, ემიგრაციაში წასულიყო. მისი ემიგრაცია და ცხოვრება აშშ-ში განსაკუთრებულად უკავშირდება ორი მისი მეგობრისა და პოეტის, ჩესლავ მილოშისა და იოსიფ ბროდსკის სახელებს. ტომას ვენცლოვა 1980 წლიდან იელის უნივერსიტეტში ასწავლიდა რუსულსა […]

მათიას თეოდორ ფოგტი

მათიას თეოდორ ფოგტი

გერმანელი პროფესორი, დოქტორი მათიას თეოდორ ფოგტი (Matthias Theodor Vogt) კულტურული ინფრასტრუქტურის საქსონური ინსტიტუტის დამფუძნებელი და ციტაუ/გორლიცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორია კულტურის ისტორიისა და კულტურის პოლიტიკის მიმართულებით. ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მან ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში მოიპოვა, პოსტდოქტორანტურა კი 2008 წელს დაასრულა პეჩის უნივერსიტეტში. მათიას თეოდორ ფოგტის ინტერესების სფეროა კულტურის პოლიტიკა, ევროპულ ქვეყნებში დემოკრატიის ხელშემწყობი კულტურულ გარემოებათა კვლევა, […]

მზექალა შანიძე

მზექალა შანიძე

მზექალა შანიძე – ენათმეცნიერი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დაიბადა 1926 წლის 16 იანვარს ქალაქ თბილისში. 1943 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, თუმცა, 1945 წლიდან, მას მერე, რაც ფილოლოგიის ფაკულტეტს გამოეყო აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სწავლა განაგრძო სემიტური ენების ჯგუფში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ (1948-1951 წწ.) გახდა აკადემიკოს […]

ვილჰელმ კრული

ვილჰელმ კრული

1996 წლიდან დოქტორი ვილჰელმ კრული სათავეში ჩაუდგა „ფოლკსვაგენის“ ფონდს. გარდა ამისა, ოქსფორდის უნივერსიტეტში დაინიშნა გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამის (DAAD) ლექტორად და დაიკავა მაღალი თანამდებობები გერმანულ სამეცნიერო საბჭოსა (WISSENSCHAFTSRAT) და მაქს პლანკის საზოგადოებაში. დოქტორ ივილჰელმ კრული იყო და არის არაერთი ნაციონალური, უცხოური და საერთაშორისო კომიტეტის წევრი. ამჟამად იგი გიოტინგენის ჯორჯ–აუგუსტის უნივერსიტეტის საბჭოს თავმჯდომარეა; ასევე, არის ქვემო […]