საპატიო დოქტორები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ანა იზაბელ დე პალაციო

ანა იზაბელ დე პალაციო ი დელ ვალე-ლერსუნდი – ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2002-2004 წლებში. პროფესიით ევროპული სამართლის სპეციალისტი, 1994-2002 წლებში იყო ევროპარლამენტის წევრი – ჯერ სამართლებრივი ურთიერთობებისა და შიდა ბაზრის კომიტეტის, შემდეგ კი – იუსტიციისა და შიდა ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე. ის იყო პირველი ქალბატონი ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე. 2004-2006 წლებში იყო ესპანეთის პარლამენტის ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე. 2008 წლის ივნისიდან ის „არევას“ (ევროპის უდიდესი ატომური ენერგიის კომპანიის) უფროსი ვიცე-პრეზიდენტია საგარეო ურთიერთობებისა და მარკეტინგის დარგში.