ალიონა ლედენიოვა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორია და რუსეთში არაფორმალური მმართველობის მსოფლიო დონის ექსპერტად მიიჩნევა. მისი ინტერესების სფერო მოიცავს კორუფციას, ეკონომიკურ დანაშაულებს, რუსეთის არაფორმალურ მმართველობას, კორპორაციული მართვის არაფორმალურ პრაქტიკასა და პატრონ-კლიენტურ ურთიერთობებს რუსეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.